ახალი ამბები

სამუშაო შეხვედრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კახეთის პოლიციის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებთან

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის კახეთის ოფისის თანამშრომლებმა ეთერ შიუკაშვილმა და ნათია ფიცხელაურმა 2019 წლის 24 სექტემბერს ახმეტის ინოვაციების ცენტრში გამართეს შეხვედრა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების და პრაქტიკის გაზიარება, ასევე ინფორმაციის მიწოდება გენდერული ნიშნით ძალადობის მახასიათებლებზე. საუბარი შეეხო ძალადობის პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს და პოლიციის როლს.

პოლიციის თანამშრომლებმა ასევე ისაუბრეს სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირების პრობლემაზე, როგორც დანაშაულის დაფარულ ფორმაზე. გამოწვევად დასახელდა ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან ენობრივი ბარიერის პრობლემა, ქალი პოლიციელების და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე სპეციალიზებული თანამშრომლების სიმცირე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)