ახალი ამბები

სახალხო დამცველი კამპანიას „წამმზომი ჩართულია“ აჯამებს

საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის 28 მარტს დაიწყო კამპანია „წამმზომი ჩართულია“, რომელიც მიზნად ისახავდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მასშტაბურ და სერიულ დარღვევებზე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ადეკვატური პასუხის მიღებას. სახალხო დამცველის განცხადებით, უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი ფაქტების გამუძიებლობამ მნიშვნელოვნად განაპირობა პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევის პრაქტიკის დანერგვა. იმისათვის, რომ საზოგადოებაში აღდგეს პირადი ცხოვრების დაცულობის განცდა და დანაშაულის ჩამდენ პირებში დაუსჯელობის სინდრომი აღმოიფხვრას, აუცილებელია თითოეული მსგავსი საქმის ეფექტიანი გამოძიება და საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება გამოძიების შედეგების შესახებ. სწორედ ამ მიზნით, კამპანიის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს უწევდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით დაწყებულ არაერთ გახმაურებულ გამოძიებას.

კამპანიის ფარგლებში გაცხადებულიმიზნებისრულყოფილად ამ დრომდე არ შესრულებულა. კერძოდ, პროკურატურაჯერ კიდევაწარმოებსგამოძიებას რამდენიმესისხლისსამართლის საქმეზე; ჩატარებული არაერთი საგამოძიებომოქმედების მიუხედავად, დანაშაულის ჩამდენი ყველაპირი ამ დრომდე არ დასჯილა და საზოგადოებასრულყოფილად არ არის ინფორმირებულიგამოძიებების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ, მათშორისპირადი ცხოვრებისუფლებისმასიური დარღვევებისფაქტებზე.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების საქმე

2016 წლის 11 და 14 მარტს, 12 აპრილსადა 12 ივნისსსხვადასხვა სოციალურქსელშიგავრცელდა ვიდეოჩანაწერები,რომელიც შეიცავდასაზოგადოებისთვის ცნობილიპირებისპირადი ცხოვრებისამსახველკადრებს. საქმეზე2016 წლის 15 მარტს დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ ჩაატარა არაერთი მოქმედება, სამართლებრივი დახმარება სთხოვა აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებს და ბრალდებულად ცნო კონკრეტული პირები.

პროკურატურამრამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანსჩანაწერების უკანონო მოპოვებაში, ხოლორამდენიმე კერძო პირს,ჩანაწერების შენახვაში დასდო ბრალი. თუმცა, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები ამ პირთადაკავების შემდგომაც გავრცელდა. ამასთან, ამ დრომდე არ მომხდარა ჩანაწერების სავარაუდო გამავრცელებელთა იდენტიფიცირება. სახალხო დამცველის აპარატი საქმესთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაციის მიღებას შეეცადა, თუმცა საქართველოს მთავარი პროკურატურის პასუხი ამ განცხადების მომზადების დროისთვის არ მიუღია.

2015 წლის 24 და 29 ოქტომბრისა და 2 ნოემბრის ფარული აუდიოჩანაწერების საქმე

2015 წლის 24 და 29 ოქტომბერსა და 2 ნოემბერსუკრაინული გამოცემებითგავრცელდა ყოფილიპრეზიდენტისმიხეილ სააკაშვილისპირადისაუბრების აუდიოჩანაწერებისხვადასხვა, საზოგადოებისთვისცნობილ პირებთან.

აუდიოჩანაწერების გავრცელებისშემდეგ,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სსკ 315–ე (შეთქმულების) მუხლით დაიწყო.სახალხო დამცველის განცხადების მიუხედავად, პროკურატურამ უარი თქვა დაეწყო გამოძიება აუდიოჩანაწერების მოპოვებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. სამართალდამცავი სტრუქტურების სწრაფი რეაგირება აუდიოჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე მისასალმებელია, თუმცა მათი მოპოვების და გავრცელების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების უგულებელყოფა კითხვის ნიშნებს ბადებს.

აქვეუნდა აღინიშნოს, რომკონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაწყებულ გამოძიებას მოგვიანებით გრიფი„საიდუმლო“ დაედო და გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

2015 წლის 17 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერის საქმე

2015 წლის 17 ოქტომბერს გავრცელდავიდეოჩანაწერი, რომელიცსამართალდამცავების მიერჩადენილსექსუალურ ძალადობასასახავდა (ე.წ. „კასრების საქმე“). მოგვიანებით ამ ჩანაწერის საჯარო ჩვენება ზუგდიდსა და თბილისში მოეწყო. დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით,სახალხო დამცველი არაერთხელ გამოეხმაურა სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროებასდა იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება სწრაფი და ეფექტიანი იქნებოდა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 პირიდამნაშავედ ცნო.

2016 წლის 14 სექტემბრის, 27 სექტემბრისა და 3 ნოემბრის აუდიოჩანაწერების საქმე

2016 წლის 14 სექტემბერს, 27 სექტემბერსადა 3 ოქტომბერს მასმედიითგავრცელდაპოლიტიკოსთა დასაზოგადოებისთვისცნობილ პირთასატელეფონოსაუბარების აუდიოჩანაწერები,რაზეც დაიწყოგამოძიება,თუმცა, დაზარალებულადანბრალდებულად ამდრომდეარავინააცნობილი.

ფარული ჩანაწერების 26 ათასი ფაილის საქმე

საზოგადოებისთვისამ დრომდე უცნობია 2013 წელს აღმოჩენილ 26 ათას ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შედეგები. ცნობილია მხოლოდ ის, რომგანადგურდა მხოლოდ 144 ფაილი, ხოლო, დანარჩენ დანაშაულებრივ ფაქტებზე ცნობილი არიან თუ არა დაზარალებულები ან/და ბრალდებულები, უცნობია.

პირადიცხოვრების ამსახველიჩანაწერების გავრცელების„ეპიდემიის“ შესაზღუდად პარლამენტმა გაამკაცრა პასუხისმგებლობა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის. ამ ცვლილებისთვის დამახასიათებელი ბუნდოვანების შესახებ სახალხო დამცველმა 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში ისაუბრა. პრობლემას წარმოადგენდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან (ე.წ. „მოსმენების კანონთან“) დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების სამართლებრივი ბუნებაც.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომდანაშაულის ეფექტიან პრევენციას, სანქციის ზრდასთან ერთად, თითოეული მსგავსი შემთხვევის სრულყოფილი გამოძიება და დამნაშავეპირთადასჯა წარმოადგენს. საზოგადოებას პროაქტიულადმიეწოდება მხოლოდ მწირიინფორმაცია მსგავს, მათშორისგახმაურებულ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფაქტებზე გამოძიების შედეგების შესახებ.

სახალხო დამცველის მიერ წამმზომისჩართვიდან კამპანიისდასრულებამდე 609 დღის განმავლობაში, პირადი ცხოვრებისუხეშიშელახვის ყველაფაქტისრულყოფილად გამოძიებულიარ არის და შესაბამისად, არ არიანდასჯილნი დამნაშავე პირები. სახელმწიფომ და სამართალდამცავმა ორგანოებმა შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოუცხადონ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევასა და წამებისა თუ სხვა სასტიკი მოპყრობის ფაქტებსა და მათ გავრცელებას, რაც უდიდეს გამოუსწორებელ მორალურ ტკივილს აყენებს ადამიანს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება