ახალი ამბები

შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან

2019 წლის 26 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, გრიგოლ ვაშაძეს და თინა ბოკუჩავას შეხვდნენ.

შეხვედრაზე 20-21 ივნისის ღამესა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე და ამ პროცესში სახალხო დამცველის როლზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, გრიგოლ ვაშაძემ მოვლენებთან დაკავშირებით თავისი შეხედულებები გააცნო და სთხოვა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს წინასწარ პატიმრობაში მყოფი 11 მოქალაქის საქმეს, რომელთაც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) აქვთ ბრალი წაყენებული.

ნინო ლომჯარიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი აქტიური ჩართულობა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი თვალს მიადევნებს პროცესების ობიექტურად და სამართლიანად განვითარებას.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)