ახალი ამბები

შეხვედრა ტაჯიკეთის ომბუდსმენთან

2020 წლის 14 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს უმედ ბობოზოდას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ომბუდსმენთა ინსტიტუტების საქმიანობა და მანდატი განიხილეს.

ნინო ლომჯარიამ ტაჯიკ კოლეგას თანასწორობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გააცნო. ისაუბრა ანტიდისკრიმინაციული კანონის მნიშვნელობაზე, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის გატარებულ საკანონდებლო და პრაქტიკული ღონისძიებებზე.

ტაჯიკეთის ომბუდსმენი ასევე დაინტერესდა საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) A სტატუსის მქონე ორგანიზაციის გამოცდილებით.

შეხვედრას სახალხო დამცველის მოადგილეები გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე ესწრებოდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)