ახალი ამბები

შეხვედრა თელავის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებთან

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის კახეთის ოფისის თანამშრომლებმა ეთერ შიუკაშვილმა და ნათია ფიცხელაურმა 2019 წლის 24 სექტემბერს ახმეტის ინოვაციების ცენტრში გამართეს შეხვედრა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებთან.

საუბარი შეეხო გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის მახასიათებლებს, ქალების და გოგონების მიმართ ძალადობის ფორმებს, მათ შორის, ადევნებას, იძულებით სტერილიზაციას, იძულებით აბორტს და ქორწინებას. განიხილეს სოციალური სამსახურის როლი ოჯახში ძალადობის დროს და ძალადობის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.

პოლიციის თანამშრომლებმა ასევე ისაუბრეს სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირების პრობლემაზე, როგორც დანაშაულის დაფარულ ფორმაზე. გამოწვევად დასახელდა ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან ენობრივი ბარიერის პრობლემა, ქალი პოლიციელების დაქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე სპეციალიზებული თანამშრომლების სიმცირე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)