ახალი ამბები

შეხვედრა ცენტრალური სარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან

2020 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ცენტრალური სარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას შეხვდა და კომისიის წინაშე მდგარ ამოცანებს და სავარაუდო დაბრკოლებებს გაეცნო. ასევე, განიხილეს ცესკოს მზადყოფნა სამართლიანი, თანასწორი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.

სახალხო დამცველი განსაკუთრებით სტაციონარებში, კარანტინსა და იზოლაციაში მოთავსებულ მოქალაქეთა საარჩევნო უფლების დაცვის საკითხებით დაინტერესდა. შეხვედრაზე შშმ პირთა უფლებებზე და მათთვის საარჩევნო გარემოს მორგების საკითხებზეც ისაუბრეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და მათი ხმები არ დაიკარგება. თუ ამომრჩევლები და საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანები ზედმიწევნით დაიცავენ უსაფრთხოების დადგენილ წესებს როგორც კენჭისყრის შენობაში, ასევე მის გარეთ, ვფიქრობ, რომ ინფექციის გავრცელების საფრთხე საგრძნობლად შემცირდება“, - განაცხადა სახალხო დამცველს შეხვედრის დასასრულს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი გიორგი ძაგანია და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)