ახალი ამბები

ვიზიტით სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში

2019 წლის 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ და აპარატის თანამშრომლებმა ნინო შალამბერიძემ და ბექა ჯავახაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში სამუშაო შეხვედრები გამართეს სამხრეთ კორეაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიონერის წარმომადგენლებთან.

განიხილეს კომისიონერის მანდატი, სოციალურ-ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და შრომით უფლებებთან დაკავშირებული საქმეები; ბიზნესსა და ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობის სპეციფიკა; საქმეების შესწავლის მეთოდოლოგია.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ხანდაზმულთა უფლებების თაობაზე მომუშავე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოხსენება წარადგინა ევროპასა და საქართველოში ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებულ ვითარებაზე. მოხსენებაში თამარ გვარამაძემ ხაზი გაუსვა ხანდაზმულთა მძიმე უფლებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ მგომარეობას საქართველოში; ასევე ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე ამ საკითხებთან დაკავშირებით.

1-2 ოქტომბერს აპარატის წარომადგენელებმა მონაწილეობა მიიღეს გლობალური დაბერებისა და ხანდაზმულთა უფლებების თაობაზე გამართულ მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში.

3 ოქტომბერს თამარ გვარამაძე სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოში საელჩოს წარმომადგენლებსა და სამხრეთ კორეაში მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)