ბროშურები და ბუკლეტები.

საქართელოს სახალხო დამცველის მანდატი

სახალხო დამცველი (ომბუდსმენი) არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, საკუთარი ინიციატივით ან განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას.

სახალხო დამცველის აპარატი წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას. იგი ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. სახალხო დამცველი ირჩევა პარლამენტის მიერ და მისი საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)