საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი - პერიოდული გამოცემა, 2014 წლის იანვარი

სახალხო დამცველმა მედიას იანვრის თვის ანგარიში და საინფორმაციო ბიულეტინი წარუდგინა

ზოგჯერ, თავად მრჩება განცდა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი პროფილის საქმეებზე მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, გვერდიდან ასე ჩანს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პერიოდული გამოცემის მომზადება გადავწყვიტეთ, სწორედ ისაა, რომ გვსურს საზოგადოებას შეხედულება შევაცვლევინოთ და ვუთხრათ, რომ სახალხო დამცველის აპარატი არის ყველგან და ყველასთვის, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.

წარმოდგენილი საინფორმაციო ბიულეტენი დიდი ხნის ფიქრის შედეგია. იქნებ არც გამოვიდეს ისეთი, როგორიც გვინდოდა, მაგრამ მიზანი ძალიან მარტივი გვქონდა, უფრო გასაგებად გვეთქვა ყველასთვის, რა გავაკეთეთ განვლილ პერიოდში, ვის შევხვდით, ვის რა რჩევა მივეცით, რას ჩავუყარეთ საფუძველი, ვინ გავაკრიტიკეთ, ან სულაც შევაქეთ იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენგანს მეტად დაცულად ეგრძნო თავი სახელმწიფო მანქანის პირისპირ, რომელიც სახელმწიფოებრივი ამოცანების გადაწყვეტის პროცესში ხანდახან ნაკლებად ითვალისწინებს კონკრეტული ადამიანების ინტერესებს.

საინფორმაციო ბიულეტენით იმ ღონისძიებების შესახებაც გვინდა წინასწარ გამცნოთ, რასაც მომავალში ვგეგმავთ; და აქვე მოგიყვეთ, რა სიახლეებია საერთაშორისო ასპარეზზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება