საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი - პერიოდული გამოცემა, 2014 წლის დეკემბერი

სახალხო დამცველმა #11 საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა, რომელშიც დეკემბრის თვის საქმიანობაა ასახული. დეკემბერი ჩვენი ოფისისთვის უკიდურესად დატვირთული აღმოჩნდა. მომზადდა 10 დეკემბრის ანგარიში ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის შესახებ, რომელიც 2014 წელს მიმოიხილავს; გამოქვეყნდა საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს ანგარიში 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ; პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიშები სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებში არსებული მდგომარეობის შესახებ; გაიგზავნა 16 რეკომენდაცია და წინადადება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი; ასევე, მომზადდა სხვა არაერთი ანგარიში, პრეზენტაცია და შეხვედრა, რომელთა შესახებ ჩვენს დეკემბრის საინფორმაციო ბიულეტენში შეიტყობთ.

ნომერში ძირითად თემად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. „10 დეკემბერი არის მინიშნება, რომ ადამიანის უფლებები ყველაფერზე მაღლა დგას და თითოეული ადამიანის უფლების და თავისუფლების გარეშე არ არსებობს არც უსაფრთხოება, რომ სწორედ ადამიანია უმაღლესი ღირებულება და ყოველდღე უნდა ვიყოთ უკომპრომისონი შეუწყნარებლობის, ძალადობის, ქსენოფობიის, დევნისა და დისკრიმინაციის გამოვლინებებისადმი“, – განაცხადა სახალხო დამცველმა თავის მისალმებაში.

ბიულეტენში იხილავთ ინფორმაციას სახალხო დამცველის 10 დეკემბრის მოხსენების შესახებ, რომელიც მან დიპლომატიურ კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს წარუდგინა. ასევე, თბილისში, რუსთაველისა და ავლაბრის მეტროს სადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე გამართული საინფორმაციო კამპანიის შესახებ, რომლის დროსაც მოსახლეობას სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები და ფლაერები დაურიგეს. საღამოს გამართულ ოფიციალურ მიღებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება