საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი - პერიოდული გამოცემა, 2014 წლის მაისი

2014 წლის 6 ივნისს სახალხო დამცველმა მაისის თვის მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა.

ბიულეტენში ასახულია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარებული კვლევა 2008–2013 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე; ყურადღება არის გამახვილებული ქალთა მკვლელობების საგანგაშოდ მზარდ მაჩვენებელსა და ამ დანაშაულის მიმართ საჯარო სივრცეში არსებულ სიჩუმესა თუ გულგრილობაზე.

ბიულეტენში იხილავთ 2013 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობის შესახებ საპარლამენტო ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე.

შეგიძლიათ გაეცნოთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაგზავნილ რეკომენდაციებსა და წინადადებებს ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ; მაისის თვეში განხორციელებულ საქმიანობას, ინფორმაციას ღონისძიებების, შეხვედრებისა და რეგიონებში ვიზიტების; ასევე, საერთაშორისო სივრცეში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით არსებული სიახლეების შესახებ. წინამდებარე ნომერში სწორედ საქართველოს სახალხო დამცველს აპარატის წარმატებების შესახებ შეიტყობთ.

ბიულეტენის ფორმატი ხშირ შემთხვევაში ინფორმაციას შემცირებული სახით იძლევა, მაგრამ უფრო მეტის გაგების სურვილის შემთხვევაში, მკითხველს შეუძლია მიყვეს ბმულებს და არსებული ინფორმაცია სრული სახით ჩვენს ვებ–გვერდზე იხილოს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)