საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა - 2016 წლის ნოემბერი

საქართველოს სახალხო დამცველმა ნოემბრის საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა, რომელშიც თვის მნიშვნელოვანი მოვლენებია ასახული. ბიულეტენში შეიტყობთ სახალხო დამცველის საერთაშორისო შეხვედრების, კონფერენციებისა და მოხსენებების შესახებ. მათ შორის აღსანიშნავია სახალხო დამცველის მოხსენება საერთაშორისო ომბუდსმენის ინსტიტუტის მსოფლიო კონფერენციაზე, ასევე შეხვედრები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის და ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის და ევროსაბჭოს სხვა წარმომადგენლებთან.

დოკუმენტში შესულია სახალხო დამცველის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების მონიტორინგის ფარგლებში შემუშავებული და გაგზავნილი ზოგადი წინადადებები, კონფერენცია მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობის შესახებ, საჯარო განცხადებები ბავშვისა და ქალის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ცხელი ხაზის ამოქმედებიდან განვლილი ერთი წლის შედეგები, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე და ტოლერანტობის ქომაგთა დაჯილდოება. გაეცნობით სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების მიზნით ჩატარებულ ტრენინგებს და სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)