საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა - 2017 წლის მარტი

სახალხო დამცველმა მარტის თვის საინფორმაციო ბიულეტენში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ წლიური ანგარიშზე ისაუბრა. მოკლედ მიმოიხილა დოკუმენტში შესული თემები, გამოკვეთილი ტენდენციები, შემუშავებული რეკომენდაციები. გამოხატა თავისი დადებით პოზიცია საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ პარლამენტის დადგენილებაში რეკომენდაციების სახეცვლილი ფორმით ასახვამ შესაძლოა ყველაზე კრიტიკული, ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისათვის აუცილებელი რეკომენდაციები დატოვოს ყურადღების მიღმა, რაც თავის მხრივ, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლს შეასუსტებს.

ბიულეტენში ასახულია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ და საზოგადოებრივ მაუწყებლის საკითხები და განცხადებები მრავალფეროვანი მედიაგარემოს არსებობის აუცილებლობის შესახებ. ასევე იხილავთ სახალხო დამცველის განცხადებებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, მათ შორის ბათუმში გამართული აქციის მონაწილეებისა და სამართალდამცავების დაპირისპირების, აუტიზმის სპექტრის ადამიანთა მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების თუ ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნის შესახებ.

საინფორმაციო ბიულეტენში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით უფლებადარღვევათა გარემოებების შესწავლის, სამართლებრივი შეფასებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით, სახალხო დამცველმა პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი ჯოზეფ კანატაჩი მოიწვია.

დოკუმენტში იხილავთ რეკომენდაციებს, წინადადებებს, ზოგად წინადადებებს და სასამართლოს მეგობრის მიმართვას, ასევე შეიტყობთ სახალხო დამცველის საერთაშორის გამოსვლებისა და ქვეყნის შიგნით გამართული შეხვედრების შესახებ. გაეცნობით სექსუალური შევიწროებისა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ გამართული საჯარო დებატების დეტალებს, საერთაშორისო სიახლეებს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, აპარატში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს, მოქალაქეთა მომართვიანობის სტატისტიკას და სხვა სიახლეებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)