სახალხო დამცველის მოადგილეები

სახალხო დამცველის მოადგილე

ეკატერინე სხილაძე

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე წარმართავს, კოორდინაციას უწევს და ზედამხედველობს სახალხო დამცველის პარატის შემდეგი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას: ბავშვის უფლებათა დეპარტამენტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, თანასწორობის დეპარტამენტი, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო (ტერიტორიული ორგანო), დასავლეთ საქართველოს სამმართველო (ტერიტორიული ორგანო).

ბიოგრაფიული მონაცემები

დაიბადა 1988 წლის 22 აგვისტოს, ბორჯომში.

განათლება

2008 - 2012 წლები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

2008 წელი – საუნივერსიტეტო კურსი სოციალური მუშაკებისათვის – „გენდერის ძირითადი საკითხები და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა“

1995 – 2005 წლები –  ბორჯომის #1 საჯარო სკოლა

სამუშაო გამოცდილება

2016 წლის ივლისიდან დღემდე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;

2013წლის ნოემბრიდან – 2016 წლის ივლისამდე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი;

2013 წლის სექტემბერი–ნოემბერი – ეროვნული კონსულტანტი ქალთა უფლებებზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM;

2013 წლის აპრილი–სექტემბერი – კოორდინატორის ასისტენტი გენდერული თანასწორობის ქსელში;

2012 – 2013 წლები – პრაქტიკა პოლონეთში, არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურ ქალთა საზოგადოება. პრაქტიკის ფარგლებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ტრენინგების ჩატარება ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;

2007 – 2012 წლები – არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროგრამების მენეჯერი. საქმიანობა მოიცავდა შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზებას და გენდერული თანასწორობის საკითხებზე სხვადასხვა პროექტის კოორდინაციას.

სხვა პროფესიული გამოცდილება

2014 წლიდან დღემდე –  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

2014 წლიდან დღემდე – პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს წევრი;

2014 წლიდან დღემდე – „ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;

2015 წლიდან დღემდე – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრი;

2015 წლიდან დღემდე – პირის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს წევრი;

2015 წლიდან დღემდე – ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფის წევრი (სათათბირო ხმის უფლებით);

2015 წლიდან დღემდე – საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენერი გენდერული თანასწორობის საკითხებში;

23-27 ივნისი, 2014 – NHRI აკადემია, ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი;

26-31 ივლისი, 2013 – BRIDGE ტრენინგი: გენდერი და არჩევნები, IFES/USAID;

2-4 ოქტომბერი, 2009 – ტრენინგი ტრენერებისათვის „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი წარმომადგენლობა, თავშესაფრების ადვოკატირება და მენეჯმენტი საქართველოში“; ამერიკელ იურისტთა ასოციაცია & USAID

პუბლიკაციები

კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ხედვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე: ნდობის აღდგენისა და პოზიტიური მშვიდობის დამყარების პერსპექტივები; კვლევის ავტორი (2013 წელი);

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ქალები; სარედაქციო ჯგუფის წევრი (2010 წელი);

ცნობარი ,,ქალთა უფლებები და გენდერული საკითხები საქართველოში“ რედაქტორი (2008 წელი);

გენდერი და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები საქართველოში; სარედაქციო ჯგუფის წევრი (2007 წელი).

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება