სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება თბილისის საქალაქო სასამართლოს

2015 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა ააიპ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ელბაქიძემ და სთხოვა სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენა.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს მოქალაქე ნ.ა.-ის ინტერესებს სასამართლოში, რომლის მიმართაც ადგილი ჰქონდა შევიწროებას და პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას. სასამართლომ მოსამზადებელ სხდომაზე უნდა იმსჯელოს დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, საქმის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის განსჯადობით გადაგზავნის შესახებ. განმცხადებლის მითითებით, მოსამართლემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, თუ რამდენად არის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია უფლებამოსილი განიხილოს საქმე დისკრიმინაციული მოპყრობის ნაწილში, იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებული მე-73 კარი, „სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე“, წარმოადგენს სპეციალურ რეგულირებას, ვრცელდება სამოქალაქო წესით განსახილველ საქმეებზე და მათი გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ არის სწორი.

ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და განსჯადობის საკითხზე სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლაში, სახალხო დამცველმა გადაწყვიტა საქმის განმხილველ სასამართლოს წარუდგინოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)