სპეციალური ანგარიშები.

N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში

წინამდებარე ანგარიშში მოცემულია N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში ჩაატარა. ვიზიტები განხორციელდა ყველაზე დიდ ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთისა და დახურული ტიპის პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში კომპლექსურად გაანალიზდა, როგორც სისტემური ასევე, თითოეული დაწესებულებისთვის დამახასიათებელი ასპექტები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება