სპეციალური ანგარიშები.

სასჯელაღსრულების დაწესებულებების დროებითი მოთავსების იზოლატორების და ჰაუპტვახტების მონიტორინგი - 2010 წელი

წინამდებარე ანგარიში ასახავს ეროვნული პრევენციის მექანიზმის სტატუსით სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2010 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და ჰაუპტვახტებში.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელდა 36 გეგმური და 170 არაგეგმური ვიზიტი, რა დროსაც მონახულებულ იქნა 500–დე პატიმარი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში – 43 გეგმური და 25 არაგეგმური ვიზიტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჰაუპტვახტებში განხორციელდა 10 გეგმური ვიზიტი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)