სპეციალური ანგარიშები.

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებზე ეროვნული კვლევა

კვლევაში განხილულია ძირითადი მიგნებები, დედათა ჯანმრთელობასა და ოჯახის დაგეგმვის შესახებ სერვისების ხარისხთან და ხელმისაწვდომობასთან, ასევე, ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსურ განათლებასთან დაკავშირებით. აღნიშნულია, რომ რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის სისტემური პრობლემები, რომლებიც თავის მხრივ ფინანსურ მისაწვდომობას, სოციალურ ბარიერებს და ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება, განსაკუთრებული სიმწვავით აისახება ეთნიკური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგოების უფლებრივ მდგომარეობაზე.

კვლევამ გამოავლინა, რომ არ არსებობს სისტემური ხედვა მშობიარობის შემდგომ სერვისებთან დაკავშირებით; მოზარდებს არ აქვთ კომპლექსური განათლება, არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას მათ სხეულზე და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რაც საფრთხის შემცველი ქცევების ალბათობას ზრდის.

დოკუმენტში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები დაეხმარება შესაბამის უწყებებს კანონმდებლობის, რეგულაციების და პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებზე ეროვნული კვლევა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით მომზადდა

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)