თამაშის წესები

„მე – ომბუდსმენი“ არის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსი 13–18 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსში მონაწილეობას იღებს 2-2 მოსწავლისგან შექმნილი გუნდები. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მოსწავლეებს.

რეგისტრაციის გასავლელად თითოეული გუნდი უნდა გაეცნოს კონკურსის წესებს და მასში მონაწილეობის პირობებს. გუნდის წევრებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი ელ.ფოსტა და მიუთითონ გუნდის საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერიც.

რეგისტრაციისას არასწორი მონაცემების მითითების შემთხვევაში გუნდი კარგავს კონკურსში მონაწილეობის უფლებას!

კონკურსი 2017 წლის 2 ოქტომბერს იწყება.

ყურადღება!

კონკურსშიმონაწილეობასვერმიიღებენ„მე - ომბუდსმენის“ გასულიწლების ფინალისტები.შესაბამისად,ის გუნდი, რომელშიც ერთი მოსწავლე მაინც გასული წლების ფინალისტია, კონკურსიდან დისკვალიფიცირებული იქნება.

კონკურსიმე-ომბუდსმენი“ სამირაუნდისგანშედგება:

პირველირაუნდი- მოიცავს ადამიანის უფლებათა სფეროში ზოგად განათლებაზე დაფუძნებულ კითხვებს და ჩატარდება ინტერნეტით, სახალხო დამცველის ვებ–გვერდის საშუალებით. მონაწილე გუნდებმა პასუხები უნდა გასცენ 30 ტესტურ კითხვას, არა უგვიანეს 2017 წლის 2 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ პასუხები არ მიიღება. კონკურსანტებმა მინიმუმ 20 კითხვას უნდა უპასუხონ სწორად, რათა მოიპოვონ მეორე რაუნდში გადასვლის უფლება.

მეორერაუნდი- პირველის მსგავსად, ადამიანის უფლებათა სფეროში ზოგად განათლებაზეა აგებული. მეორე რაუნდის კითხვები პირველი რაუნდის კითხვებთან შედარებით რთულია და შედგება 20 ტესტური შეკითხვისგან. მონაწილე გუნდებმა კითხვებზე პასუხები უნდა გასცენ 2017 წლის30 ოქტომბრიდან 10ნოემბრის 18:00 საათამდე. მესამე რაუნდში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე 10 გუნდი.

მესამერაუნდი –მესამე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად, ფინალში გასული გუნდების წევრებიწინასწარი შეტყობინების საფუძველზეგამოცხადდებიან დათქმულ დროს და ადგილას. საბოლოოდ გამარჯვებულ 3 გუნდს ჟიური გამოავლენს.

გამარჯვებულებს გადაეცემათ კონკურსის ფარგლებში დაწესებული პრიზები.

იმ შემთხვევაში, თუ ფინალურ რაუნდში გასული გუნდი, გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს მონაწილეობის მიღებას, მისი ჩანაცვლება ხდება შემდეგი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე გუნდით.

რეგისტრაცია:

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, გუნდის წევრები მიიღებენ შეტყობინებას, წარმატებით გავლილი რეგისტრაციის თაობაზე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. წერილში მოცემულ ბმულზე გადასვლის შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ უპასუხოთ პირველი რაუნდის კითხვებს. თუ რეგისტრაციის გავლის შედეგ, პირველი რაუნდის კითხვები თქვენთვის მიუწვდომელია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ვერ გაიარეთ რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში გთხოვთ ხელახლა დარეგისტრირდეთ.

აუცილებელია, კონკურსში მონაწილე ყველა გუნდს ჰქონდეს საკუთარი მეილი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით მხოლოდ კონკურსის კოორდინატორს მისამართზე:me.ombudsman@gmail.com

სატელეფონო ზარები არ მიიღება!

თუ გაეცანით თამაშის წესებს, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია. ამისათვის დააჭირეთ ღილაკსრეგისტრაცია!

გისურვებთწარმატებებს!

მომხმარებლის სახელმძღვანელო

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)