სახალხო დამცველმა იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოში“ სპეციალური ანგარიში მოამზადა
03/09/2010
სახალხო დამცველი აქვეყნებს სპეციალურ ანგარიშს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოში“ ...
სახალხო დამცველმა დევნილთა ახალი განსახლების ადგილების მონიტორინგი განახორციელა
20/08/2010
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, გატარებულ იქნას შესაბამისი ღონისძიებები, რათა ...

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაძლიერება

08 07 2010

2010 წლის 29 ივნისი – 2 ივლისს თბილისში,  ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის „წამების საწინააღმდეგო ეროვნული პრევენციული მექანიზმის აქტიური ქსელის ჩამოყალიბება, თანამოაზრეთა ქსელის საქმიანობა” ფარგლებში გაიმართა მე–2 შეხვედრა საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებსა და გაეროს წამების საწინააღმდეგო ქვეკომიტეტის (SPT),  ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT), აგრეთვე წამების საწინააღმდეგო ასოციაციის (APT) ექსპერტებს შორის.
 
შეხვედრის მიზანი იყო  პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მონაწილეთა შორის, რათა  ადგილობრივ დონეზე გაძლიერდეს წამების პრევენცია და წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ევროსაბჭოსა და ევროკომიის პროგრამის  ძირითადი მიმართულებებია: პრევენციის ეროვნულ მექანიზმებს შორის აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობა, CPT-სა და SPT-ს სამუშაო მეთოდიკისა და სტანდარტების გაცნობა, CPT-სა და SPT-ს ექსპერტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
 
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, სახალხო დამცველის მოადგილე ტატა ხუნწარია, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, ევროპის საბჭოს სამართლებრივი მხარდაჭერისა და ადამიანის უფლებათა სფეროში თანამშრომლობის განყოფილების თავმჯდომარე მარკუს იეგერი, პროექტის მრჩეველი, CPT-სა და SPT-ს ყოფილი პრეზიდენტი სილვია კასალე,  CPT-ს,  SPT-ს და APT–ს როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი ექსპერტები.
 
მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მონიტორინგის საკუთარი მეთოდოლოგია და სამუშაო გამოცდილება, ზოგადად გააანალიზეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის უფლებამოსილება, მანდატი და ფუნქციონირების  ძლიერი და სუსტი მხარეები.