საერთაშორისო კონფერენცია „სასამართლო აქტივიზმი და თვითშეზღუდვა: კონსტიტუციური უფლებების თეორია და პრაქტიკა“13 07 2010
2010 წლის 13 ივლისს, ბათუმში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „სასამართლო აქტივიზმი და თვითშეზღუდვა: კონსტიტუციური უფლებების თეორია და პრაქტიკა“.
კონფერენცია ტარდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს სახალხო დამცველის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ თანამშრომლობით.
კონფერენციაზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლოს კონტროლის სხვადასხვა სტანდარტები; სამოსამართლეო აქტივიზმის მართებული და არასწორი სახეები; ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა: პოლიტიკასა და სამართალწარმოებას შორის; პოლიტიკური და იდეოლოგიური სიმპატიების გამოხატვა სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და არგუმენტაციაში; საკონსტიტუციო სასამართლოებს, კანონმდებლებსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის ურთიერთობა სასამართლო კონტროლის ევროპულ სისტემაში.
კონფერენცია 14 ივლისს დასრულდება.