სახალხო დამცველმა იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოში“ სპეციალური ანგარიში მოამზადა
03/09/2010
სახალხო დამცველი აქვეყნებს სპეციალურ ანგარიშს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოში“ ...
სახალხო დამცველმა დევნილთა ახალი განსახლების ადგილების მონიტორინგი განახორციელა
20/08/2010
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, გატარებულ იქნას შესაბამისი ღონისძიებები, რათა ...

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
ოჯახური ძალადობის დასაძლევად

22 07 2010

2010 წლის 22 ივლისს, სახალხო დამცველის, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებათა ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა ოჯახური ძალადობის თემაზე.
 
შეხვედრაში მომაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა საბჭოების და ოჯახური ძალადობის თემაზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
 
შეხვედრის მიზანი იყო ოჯახური ძალადობის ფენომენის განხილვა სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ საზოგადოებაში, კულტურათა ზეგავლენა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სტრატეგიაზე, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების აღქმის, გამოვლენისა და რეაგირების თავისებურება ამა თუ იმ მიკრო სოციუმში; ოჯახური ძალადობის დასამარცხებლად საზოგადოების გააქტიურების ეფექტური სტრატეგიების დასახვა.
 
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი 2010 წლიდან, გაეროს ქალთა ფონდის მხარდაჭერით გაძლიერებულად მუშაობს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ზედამხდველობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ერთი კვირის წინ ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის ჩართულობით შეიქმნა დოკუმენტი „უბის წიგნაკი პოლიციელებისთვის ოჯახში ძალადობის საკითხებზე“. სახალხო დამცველი აპარატი ასევე აქტიურად მონაწილეობს გენდერული თანასწორობის 2010 – 2013 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.  თუმცა, როგორც გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, მუშაობის ყველაზე კარგი ინდიკატორი ალბათ ის არის, რომ უამრავი ქალი ძალიან ხშირად პირველად სწორედ სახალხო დამცველის ოფისში მიდის ოჯახური ძალადობისგან თავდასცავად.
 
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ოჯახური ძალადობის შემცველი რეალური ფაქტები (შეცვლილი სახელებითა და ადგილებით), რომლებიც დამსწრე საზოგადოებამ ადგილზე განიხილა.
 
შეხვედრაზე მყოფმა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს მსხვერპლთა დაცვის კონკრეტული მექანიზმები და ამ მექანიზმების ეფექტურობა სხვადასხვა მიკრო–სოციუმის რეალობაში. ხოლო, ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა წარმოადგინეს აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკა.