ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში20 09 201020 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა და ფონდმა “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში თბილისი” წარმოადინეს ანგარიში “ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს ფსიქიატრიულ ინსტიტუციებში-2010 წელი”.
2010 წელს, სახალხო დამცველის აპარატის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, მონიტორინგის ვიზიტები განახორციელა საქართველოს 6 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
მონიტორინგისას ძირითადი აქცენტები გაკეთდა შემდეგ საკითხებზე:
საყოფაცხოვრებო პირობები, პაციენტებისადმი მოპყრობა, დაწესებულებების დაფინანსება, ჰოსპიტალგარე სერვისები და მათი დაფინანსება, კანონმდებლობა და მასთან დაკავშირებული საკითხები, პაციენტთა სოციალური სირთულეები, სამედიცინო გაიდლაინების გამოყენება, ინდივიდუალური სამკურნალო გეგმები, ე.წ. “ნებაყოფლობითი” არანებაყოფლობითი მოთავსება, ხელმისაწვდომობა სამედიცინო ინფორმაციაზე და სხვა.
მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს.
სახალხო დამცველის რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ აუცილებელია პროგრამის ბიუჯეტის რესტრუქტურიზაცია და გაზრდა, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, პაციენტთათვის საყოფაცხოვრებო პირობების შემდგომი გაუმჯობესება, სერვისების განვითარება, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურებაზე, სოციალური საკითხების უკეთ რეგულირება, პაციენტების უკეთ ინფორმირება მათი უფლებების და უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ და სხვა
ანგარიშის “ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს ფსიქიატრიულ ინსტიტუციებში-2010 წელი” სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ სახალხო დამცველი ვებ-გვერდზე:
http://www.ombudsman.ge/files/downloads/ge/foivyfxbjcbucaqyfpmg.pdf
ანგარიშის პრეზენტაცია დააფინანსა ევროკავშირის პროექტმა ~სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა”, რომელსაც ახორციელებს “ჰუმან დაინამიკსი”.