შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სექსუალური უმცირესობის თემის წევრთა უფლებების დაცვის თაობაზე
24/05/2013
 2013 წლის 24 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციების „იდენტობა“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ინიციატივით და საქართველოს სახალხო დამცველის ...
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა თელავისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგებლების მოვალეობის შემსრულებლებს ორსულ ქალთა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე
24/05/2013
საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა თელავის  მუნციპალიტეტის  გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ორსული ქალბატონების ნ ...

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
სახალხო დამცველის განცხადება

04 04 2012

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო 31 მარტს, ბატონ მურმან დუმბაძის მიერ, 25–ე არხის ეთერით აზიზის მეჩეთის მშენებლობის საკითხისადმი მიძღვნილ გადაცემაში რესპუბლიკური პარტიის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი მასალკინის მისამართით გაკეთებულ განცხადებას.
 
ბატონი მურმანი აღნიშნულ გადაცემაში ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე გარკვეულ ზღვარს ავლებს საქართველოს სხვა მოქალაქეებსა და ეთნიკური წარმოშობით ქართველებს შორის, რაც რბილად რომ ვთქვათ დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა.
 
ვთვლი, რომ მსგავსი განცხადება უაღრესად კრიტიკულ შეფასებას იმსახურებს ჩემგან, როგორც უფლებადამცველისგან, რადგან დაუშვებლად მიმაჩნია ეთნიკური წარმომავლობის რაიმე სახის პრობლემად წარმოჩენა.
 
ამ ტიპის განცხადებების გაკეთებისაგან განსაკუთრებით  პოლიტიკურმა მოღვაწეებმა უნდა შეიკავონ თავი, რადგან მსგავსმა რამ შეიძლება ხელი შეუწყოს საზოგადოებაში შეუწყნარებლობის გაღვივებას, რაც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ერთიანობას და შეურაცხყოფს არამარტო კონკრეტულ პიროვნებას, არამედ ზოგადად საქართველოს მოქალაქეების ღირსებას, ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და მიზნებს, რომელთა დამკვიდრება საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას წარმოადგენს და დეკლარირებულია საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში.
 
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, სამოქალაქო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას განსაკურებული ყურადღება გამოიჩინონ და მიიღონ სათანადო ზომები, რათა მათ მიერ ან მათი მეშვეობით სამომავლოდ არ მოხდეს დისკრიმინაციული გამონათქვამების, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის ტირაჟირება.