თანამშრომლობის მემორანდუმი11 04 20122012 წლის 10 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მხარეების თანამშრომლობის მიზანია სტუდენტთა თეორიული, პროფესიული და პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარება, უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან ურთიერთობის გზით პრაქტიკული გამოცდილების მიღება და უნივერსიტეტის სტუდენტთა კვალიფიციური იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველი აკადემიური სემესტრის დასაწყისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 სტუდენტი 3 თვის განმავლობაში პრაქტიკას გაივლის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. სტუდენტები შეირჩევა უნივერსიტეტის მიერ მიწოდებული განაცხადების საფუძველზე გასაუბრების გავლის შემდეგ. უნივერსიტეტი კი იღებს ვალდებულებას უღიაროს აკადემიური კრედიტი სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ პრაქტიკის კურსს.
მხარეები ასევე შეთახმდნენ, რომ ერთად დაგეგმავენ სხვადასხვა აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს ამ მემორანდუმით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.