Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
სახალხო დამცველის მიმართვა საქართველოს კონტროლის პალატას

01 05 2012

საქართველოს სახალხო დამცველმა 2012 წლის 15 მარტს საკუთარი ინიციატივით დაიწყო კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2012 წლის მარტში მოქალაქეთათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის დროს შესაძლო უფლებადარღვევათა ფაქტების შესწავლა, რის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა.
 
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვა დღეს დასრულდა, ხოლო შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები  კონტროლის პალატას გადაეგზავნა.
 
სახალხო დამცველის მიერ დაფიქსირდა არაერთი კონკრეტული უფლებადარღვევის ფაქტი, რომელთა ნაწილი განპირობებულია საკანონმდებლო ბაზის არასისტემატიზირებულობით, ხოლო ნაწილი უშუალოდ მოხელეთა კანონსაწინააღმდეგო ქცევით.
 
 
სახალხო დამცველის მიერ კონტროლის პალატას მიეცა სისტემური რეკომენდაციები, რომელთაც პრევენციული ხასიათი უნდა ჰქონდეს სამომავლოდ უფლებადარღვევათა თავიდან ასაცილებლად.
 
ასევე კონტროლის პალატას სახალხო დამცველმა მიმართა წინადადებით, დაიწყოს დისციპლინური წარმოება იმ მოხელეთა მიმართ, რომელთა ქმედებებმაც კონკრეტულ შემთხვევებში უკვე ხელყო მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები.

გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, სრულად ვაქვეყნებთ საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის ტექსტს.

  გადმოსაწერი ფაილი