Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
სახალხო დამცველის რეკომენდაცია

30 05 2012

2012 წლის 30 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა და გაესაუბრა  15 წლის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბრალდებულ ს. სარდარიანს, რომელიც მოთავსებულია  #18  სამკურნალო დაწესებულებაში. 
 
საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს უზრუნველყოს ს.სარდარიანის შესაბამისი პროფილის დაწესებულებაში განთავსება, სრულწლოვანი პატიმრებისგან განცალკევებით, სადაც დაკმაყოფილებულ იქნება მისი ყველა საჭიროება.