შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სექსუალური უმცირესობის თემის წევრთა უფლებების დაცვის თაობაზე
24/05/2013
 2013 წლის 24 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციების „იდენტობა“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ინიციატივით და საქართველოს სახალხო დამცველის ...
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა თელავისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგებლების მოვალეობის შემსრულებლებს ორსულ ქალთა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე
24/05/2013
საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა თელავის  მუნციპალიტეტის  გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ორსული ქალბატონების ნ ...

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

01 06 2012


ძვირფასო  ბავშვებო,

ალბათ შეეჩვიეთ, რომ ამ დღეს უმეტესად იმართება ზეიმები და გასართობი ღონისძიებები ბავშვთა მონაწილეობით, რომელიც თავისთავად დადებითი მოვლენაა, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თქვენს კეთილდღეობაზე ყოველდღიური ზრუნვაა. ჩემთვის ბავშვთა უფლებების დაცვა ყოველდღიურად თქვენი, ბავშვების აზრის მოსმენით იწყება. ჩვენ, უფროსებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ გადაწყვეტილების მიღებისას თქვენი აზრის გათვალისწინება ჩვენი ვალია. ამიტომაც, მე დღეს გადავწყვიტე, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით სწორედ თქვენთვის მომემართა;

უნდა იცოდეთ, რომ ყველა  ბავშვის უფლებაა თანაბრად იყოს დაცული მიუხედავად - რელიგიის, ეროვნების, კანის ფერისა და სხვა განსხვავებებისა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი თქვენგანი დაცული უნდა იყოს დისკრიმინაციისგან. თუ თქვენ, ან რომელიმე თქვენი მეგობარი სოციალური მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობების ან სხვა რაიმე მიზეზით თავს დაჩაგრულად გრძნობს, ან არათანაბრად გეპყრობიან - შეგიძლიათ მოითხოვო თანასწორობა.

ყველა თქვენგანის უფლებაა დაცული იყოს თქვენი ჭეშმარიტი ინტერესი, რომელიც გულისხმობს ბავშვთა კონვენციით აღიარებული ყველა უფლების დაცვისა და რეალიზაციის უზრუნველყოფას. მნიშვნელოვანია, ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ეხება თქვენს განათლებას, აღზრდას, კეთილდღეობას თუ პირად ცხოვრებას, წამყვანი ღირებულება ენიჭებოდეს თქვენს ჭეშმარიტ ინტერესს. ამ უკანასკნელის განსაზღვრაში მშობლები და სხვა თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები მხარდამჭერად იგულეთ. ბავშვის საუკეთესო ინტერესი, ანუ ბავშვის უფლებებზე დამყარებული მოქმედება ყველა უფროსისათვის მთავარი ცხოვრებისეული პრინციპი უნდა იყოს.

ბავშვის უფლებაა გამოთქვას აზრი და მონაწილეობა მიიღოს საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში - ამბობს კონვენცია. თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ და გამოხატოთ აზრი, მოგისმინონ და თქვენთან ერთად იმსჯელონ, გაითვალისწინონ და გაიზიარონ ის. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ აზრის ჩამოყალიბებაში უფროსებმა გაგიწიონ დახმარება თქვენთვის აუცილებელი და სასარგებლო ინფორმაციის მოწოდებით. პოზიტიური შედეგები ჩვენს შორის გაზიარებული პასუხისმგებლობით მიიღწევა.

თქვენ ხედავთ როგორი მარტივი და ადვილად განსახორციელებელია ბავშვთა უფლებების კონვენციის 4 ძირითადი პრინციპი. სკოლაში, სახლში, საზოგადოებრივ ადგილას თუ სხვა ნებისმიერ ვითარებაში თქვენ ბავშვთა უფლებები თეორიულიდან რეალურად უნდა აქციოთ. გახსოვდეთ, როგორც თქვენი, ასევე თქვენი მეგობრების უფლებების დაცვა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირსეული საქმეა.
ბავშვებო,კიდევ ერთხელ გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და მჯერა, რომ ამ მიმართვის წაკითხვის შემდეგ, მიხვდებით თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს, რომ თქვენ თავად იცოდეთ და იცავდეთ საკუთარ და სხვა თანატოლების უფლებებს. გჯეროდეთ, რომ ადამიანის უფლებები ერთ-ერთი უზენაესი ღირებულებაა სახელმწიფოსთვის და თითოეული თქვენგანის წვლილი ამ უფლებების დაცვაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

იმედი გქონდეთ, რომ თქვენი თუნდაც სულ პატარა ნაბიჯი ადამიანის უფლებების დასაცავად, აუცილებლად გამოიწვევს შედეგს და შეცვლის ცხოვრებას უკეთესისკენ. ბავშვებო, თუ თქვენ ბავშვთა უფლებების შესახებ ღიმილითა და იმედიანი განწყობით იფიქრებთ, ჩემთვის მთავარი შედეგი მიღწეული იქნება და ბავშვთა უფლებების დასაცავად ჩვენ ერთად ვიშრომებთ.