თანამშრომლობის მემორანდუმი სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის07 06 20122012 წლის 7 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველსა და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და ცენტრალური საარჩევნო კომისისს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა.
მხარეები იმედოვნებენ, რომ მემორანდუმი სისტემურს გახდის უწყებებს შორის ურთიერთობას; ხელს შეუწყობს სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას;
მემორანდუმის გაფორმება გათვალისწინებულია საქართველო მთავრობის მიერ 2009 წლის 8 მაისს მიღებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციითა და ხუთწლიანი სამოქმედო გეგმით, რომლის განხორციელებაში სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას კოორდინირებას რეინტეგრაციის სამინისტრო გაუწევს. კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და შესრულების მონიტორინგში ჩაერთვება სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო და შესაბამისად საქართველოს ეროვნულ უმცირესობები.
* * *
ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება“ ფარგლებში.