Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

18 07 2012

2012 წლის 18 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარემ სალომე ნამიჭეიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორფანდუმი გააფორმეს.
 
მხარეების თანამშრომლობის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად სოციალური მუშაობის, როგორც უფლებადამცავი პროფესიის განვითარების  მხარდაჭერა.

მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება რიგი ღონისძიებები, კერძოდ სამუშაო შეხვედრები, ინტერ-სექტორული ტრენინგები, სემინარები,  რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური მუშაობის, როგორც უფლებადამცავი პროფესიის განვითარებასა და პოპულარიზაციას.  ასევე ასოციაცია უზრუნველყოფს  თავისი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდოლოგიური კონსულტაციების გაწევას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა  დაცვის მდგომარეობის მონიტორინგის პროცესში.
 
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთად დაგეგმავენ სხვადასხვა აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს ამ მემორანდუმით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.