სახალხო დამცველის განცხადება მსჯავრდებულ მელორ ვაჩნაძის ჯანმრთელობის მგომარეობასთან დაკავშირებით19 07 20122012 წლის 18 ივლისს პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოინახულეს #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული მელორ ვაჩნაძე.
მ.ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში, შეიძლება დამძიმდეს. იგი რამდენჯერმე იქნა გადაყვანილი #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას ყოველ ჯერზე ჩაუტარდა სიმპტომატური მკურნალობა, თუმცა არ ჩატარებია შესაბამისი გამოკვლევები, რომლების ჩატარების შესაძლებლობა მსჯავრდებულის თქმით, არ გააჩნია #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მსჯავრდებულ მ.ვაჩნაძის გადაყვანა შესაბამისი პროფილის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდება საჭირო გამოკვლევები და ადეკვატური მკურნალობა.