მემორანდუმი სახალხო დამცველსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის31 07 2012საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა შოთა ნიჟარაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს მიერ ეროვნულ უმცირესობათა ენებზე ნათარგმნი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების რედაქტირებასა და დახვეწას.
საბჭო ასევე მოამზადებს რეკომენდაციებს და წინადადებებს ეროვნულ უმცირესობათა ენებზე ნათარგმნი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების საგნობრივი რედაქტირების თაობაზე.
ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მემორანდუმის ფარგლებში აწარმოონ დიალოგი, მოახდინონ რეკომენდაციებისა და წინადადებების განხილვა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა მოქალაქის, მიუხედავად სტატუსისა, ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, ფიზიკური შესაძლებლობისა და სხვა, საგანმანათლებლო პროცესში სრულფასოვან რეალიზაციას.