შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სექსუალური უმცირესობის თემის წევრთა უფლებების დაცვის თაობაზე
24/05/2013
 2013 წლის 24 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციების „იდენტობა“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ინიციატივით და საქართველოს სახალხო დამცველის ...
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა თელავისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგებლების მოვალეობის შემსრულებლებს ორსულ ქალთა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე
24/05/2013
საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა თელავის  მუნციპალიტეტის  გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ორსული ქალბატონების ნ ...

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართავს

14 08 2012

საქართველოს სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს,  სათანადო ცვლილებები განახორციელოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც საშუალებას მისცემს მესაკუთრეს სასამართლოში გაასაჩივროს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გამოყენებული ყადაღა.

საქართველოს სახალხო დამცველს უკანასკნელი თვეების მანძილზე განცხადებით არაერთმა პირმა მიმართა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ მათი ქონების ან საბანკო ანგარიშების დაყადაღების გამო უკანონოდ იზღუდებოდა მათი საკუთრების უფლება.

ამავდროულად, სახალხო დამცველმა  საკუთარი ინიციატივით დაიწყო რამდენიმე, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი, საქმის შესწავლა, რომელიც დაკავშირებული იყო „გლობალ კონსალტინგისა“ და სტუდია „მაესტროს“ საკუთრებაში არსებული სატელიტური ანტენების, ასევე სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან.

მსგავსი საქმეების შესწავლისას სახალხო დამცველი უფლებამოსილია შეაფასოს მხოლოდ სასამართლოს მიერ საკითხის განხილვისას მხარეთა პროცესუალური უფლებების დაცვის საკითხი, ხოლო საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა შეფასება სახალხო დამცველის კომპეტენციას ცდება.

ხსენებულ საქმეთა განხილვისას გამოიკვეთა, რომ როგორც ნივთების, ასევე საბანკო ანგარიშების დაყადაღება შეეხებოდა იმ პირთა ქონებას,  რომლებიც სისხლის სამართალწარმოებისას მხარეს არ წარმოადგენდნენ (არ იყვნენ ბრალდებულნი). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი ყადაღის გასაჩივრების უფლებას მხოლოდ მხარეს ანიჭებს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის მიერ საკითხის დაურეგულირებლობა (ის რომ მესაკუთრე ვერ ასაჩივრებს საკუთარ ქონებაზე დადებულ ყადაღას) იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და 21-ე (საკუთრების უფლება) მუხლების დარღვევას.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს განახორციელოს სათანადო ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რაც შექმნის ეფექტურ საშუალებას სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე ყადაღის გამოყენებისას მესაკუთრის მიერ საკუთარი უფლების სასამართლოში დასაცავად.