სახალხო დამცველი პრემიერ-მინისტრს შეხვდა26 02 20132013 წლის 26 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა პრემიერ-მინისტრს გააცნო საკუთარი მოსაზრებები მომავალი საქმიანობის და პრიორიტეტების შესახებ. კერძოდ, სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისების განვითარება, კონფლიქტურ ზონებში და სამშვიდობო პროცესებში სახალხო დამცველის გააქტიურება, ადამიანის უფლებათა სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მომზადება და მის განხორციელებაში მთავრობის მხარდაჭერა.
საუბარი ასევე შეეხეო სახალხო დამცველის 2013 წლის ბიუჯეტში დამატებითი ხარჯების გამოყოფის შესაძლებლობას.
პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხებზე დიალოგის დაწყების მზადყოფნა გამოთქვა და მიესალმა სახალხო დამცველის ახალ ინციატივებს.