Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
სახალხო დამცველი თომას ჰამარბერგს შეხვდა

27 02 2013

2013 წლის 27 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შეხვდა ევროკავშირის მრჩეველს ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგს.
 
შეხვედრაზე ჰამარბერგმა აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩება საქართველოში და დახმარებას გაუწევს გარდამავალი მართლმსაჯულების მიმდინარეობის პროცესში ჩართულ პირებს, გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ასევე მოამზადებს ექსპერტულ დასკვნას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
 
უჩა ნანუაშვილმა სტუმარს გააცნო ბოლო 2 თვის განმავლობაში სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობა, აქტივობები, ტენდეციები და ასევე სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.
 
თომას ჰამარბერგმა გამოთქვა მზადყოფნა გაუზიაროს საქართველოს სახალხო დამცველს საკუთარი დიდი გამოცდილება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საქმეში და მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლოს ომბუდსმენის ოფისთან.