სახალხო დამცველი ბელგიის სამეფოს ელჩს შეხვდა28 02 20132013 წლის 27 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შეხვდა ბელგიის სამეფოს ელჩს ლუკ ტრუიენს.
სახალხო დამცველმა და ბელგიის სამეფოს ელჩმა ისაუბრეს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზება, გენდერული თანასწორობა, ქალთა და ბავშვთა უფლებები, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამჟამად არსებული მდგომარეობა და პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის უფლების რეალიზება.
სახალხო დამცველმა ელჩს გააცნო ბოლო 2 თვის განმავლობაში აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა, სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები.
ბელგიის სამეფოს ელჩმა ლუკ ტრუიენმა წარმატება უსურვა სახალხო დამცველს მომავალ საქმიანობაში.