Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
პატრული ეჭვმიტანილთა დაკავების დროს ზეწოლას ახდენს

05 03 2005

  სახალხო დამცველის აპარატის  მონიტორინგის ჯგუფის წევრები 4 მარტს    ქ. თბილისის შს მთავარ სამმართველოში არსებული მდგომარეობის შესამოწმებლად გავიდნენ. აღნიშნულ სამმართველოში მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა აღმოაჩინეს დროებით დაკავებული  ცხოვრებაძე ლაშა , რომელსაც პატრულმა დაკავების დროს თავში ხელკეტი ჩაარტყა და თავი გაუტეხა. ცხოვრებაძე  ლაშამ მოითხოვა სასწრაფო დახმარების გამოძახება , რაზეც პატრულისგან უარი მიიღო.  ამით დაირღვა დაკავებულის უფლებები. მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა დააფიქსირეს აღნიშნული დარღვევა და შეადგინეს ოქმი. სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის ჯგუფის წევრები 5 მარტს დროებითი მოთავსების იზოლატორში გავიდნენ  და გაესაუბრნენ  დაკავებულ გ . ასანიშვილს, რომელიც არასრულწლოვანია. დაკავების ჟურნალში აღნიშნულია, რომ იგი ქურდობის მუხლით დააკავეს. მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან საუბარში დაკავებულმა აღნიშნა, რომ პატრულმა იგი მეტრო  300 არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.  მისი დაკავების დროს  და  ასევე დაკავების შემდეგ, პატრულმა საპატრულო მანქანაში მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა.  მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა აღნიშნული დარღვევა დააფიქსირეს.  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგა ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა  და დაეთანხმა დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსი გ. კორძაია .