შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სექსუალური უმცირესობის თემის წევრთა უფლებების დაცვის თაობაზე
24/05/2013
 2013 წლის 24 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციების „იდენტობა“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ინიციატივით და საქართველოს სახალხო დამცველის ...
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა თელავისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგებლების მოვალეობის შემსრულებლებს ორსულ ქალთა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე
24/05/2013
საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა თელავის  მუნციპალიტეტის  გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ორსული ქალბატონების ნ ...

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
სახალხო დამცველმა გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა

20 06 2011

2011 წლის 20 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა დააჯილდოვა ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე ჟურნალისტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს სახალხო დამცველისა და  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა” გამართულ კონკურსში.
 
გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:
 
იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობა:
 
საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე – იმედა დარსალია – სტუდია “GNS” – კვირის რეპორტაჟი
 
საუკეთესო რადიო პროგრამა ან სიუჟეტი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე – გოგა აფციაური  და ეკა ქევანიშვილი – რადიო თავისუფლება
 
საუკეთესო სტატია იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე – მანანა ტუგუნიძე – საინფორმაციო სააგენტო Expressnews 
 
 
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა:
 
საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე – გიორგი გვიშიანი – ტელეკომპანია “რუსთავი 2”
 
საუკეთესო რადიო პროგრამა ან სიუჟეტი  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე  - თამარ აბრამიშვილი – რადიო “იმედი”
 
საუკეთესო სტატია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე- ლანა ბერიძე – გაზეთი “რეზონანსი”
 
ბავშვთა უფლებები:
 
საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე – ეკა სოსელია – ტელეკომპანია იმედი და ეკატერინე ქადაგიშვილის ტელეკომპანია “რუსთავი 2”
 
საუკეთესო სტატია ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე – მარიკა ქოჩიაშვილი – ჟურნალი ლიბერალი
 
 
კონკურსის მიზანი იყო ქართულ მედიასა და საზოგადოებაში ადამიანის უფლებების დაცვის, სახალხო დამცველის მანდატისა და მისი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. 
 
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ  2011 წლის 15 თებერვლიდან 2011 წლის 15 მაისამდე გამოქვეყნებული ან ეთერში გასული მასალების ავტორებმა.