Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
სახალხო დამცველი 2012 წლის 14 მაისს მომხდარი ინციდენტის შესახებ

16 05 2012

მინდა გამოვეხმაურო, 2012 წლის 14 მაისს, ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილესა და ,,თავისუფალი დემოკრატების“ კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს შორის მომხდარ ინციდენტს.
 
როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ჩვენთვის გახდა ცნობილი, 2012 წლის 14 მაისს, ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე ბესო გაზდელიანი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ერთ-ერთ უბანში სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდა.
 
მედიით გავრცელებული ვიდეომასალიდან თვალნათლივ ჩანს, რომ გამგებლის მოადგილეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან, რასაც ამ უკანასკნელის ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
 
თითოეულ საჯარო მოსამსახურეს მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ განსხვავებით რიგითი მოქალაქეებისაგან, მას საჯარო კრიტიკის გამო თმენის ვალდებულება გააჩნია,  რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს იმ დროს, როდესაც იგი  პროფესიულ მოვალეობას ასრულებს.
 
საჯარო მოხელე მაქსიმალურად უნდა შეეცადოს თავი შეიკავოს  შეუფერებელი ქცევისგან, მით უფრო მიუღებელია ცალკეული მოქალაქეების ფიზიკური შეურაცხყოფა, ან კონფლიქტის პროვოცირება, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
 
მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, სათანადო რეაგირება მოჰყვეს  ბესო გაზდელიანის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევას, ხოლო მეორე მხრივ მივმართავ ყველა საჯარო მოხელეს,  დაიცვან  პროფესიული სტანდარტი და იმოქმედონ მათი სტატუსის შესაფერისად.