Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
მე ომბუდსმენი 2011 – კონკურსის წესები 


„მე – ომბუდსმენი“ არის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსი 13–18 წლის* ახალგაზრდებისთვის (*ასაკის გამოთვლისათვის გამოიყენება შემდეგი ფორმულა: მიმდინარე წელს გამოკლებული დაბადების წელი).  2010  და 2011 წლებში „მე–ომბუდსმენის“ გამარჯვებული გუნდების წევრები, 2012 წელს კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

კონკურსი ტარდება 2-2 მოსწავლისგან შექმნილი გუნდებისათვის.

რეგისტრაციის გასავლელად თითოეული გუნდი უნდა გაეცნოს კონკურსის წესებს და მასში მონაწილეობის პირობებს, ასევე გუნდის წევრებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი ელ.ფოსტა და მიუთითონ გუნდის საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერიც.
რეგისტრაციისას არასწორი მონაცემების მითითების  შემთხვევაში  გუნდი კარგავს კონკურსში მონაწილეობის უფლებას!

 კონკურსი „მე ომბუდსმენი" სამი  რაუნდისგან შედგება:

პირველი რაუნდი - მოიცავს ადამიანის უფლებათა სფეროში ზოგად განათლებაზე დაფუძნებულ კითხვებს  და ჩატარდება ინტერნეტით, სახალხო დამცველის ვებ–გვერდის საშუალებით. მონაწილე გუნდებმა  პასუხები უნდა გასცენ 30 ტესტურ კითხვას, არა უგვიანეს 2012 წლის 29 ოქტომბრის, 10:00 სთ-მდე. მითითებული ვადის შემდეგ გამოგზავნილი პასუხები არ განიხილება. კონკურსანტებმა მინიმუმ 25 კითხვას უნდა უპასუხონ სწორად, რათა მოიპოვონ მეორე რაუნდში გადასვლის უფლება.

მეორე რაუნდი
- პირველის მსგავსად, ადამიანის უფლებათა სფეროში ზოგად განათლებაზეა აგებული. მეორე რაუნდის კითხვები პირველი რაუნდის კითხვებთან შედარებით რთულია, თუმცა მოითხოვს ასევე ტესტურ რეჟიმში პასუხების გაცემას. მონაწილე გუნდებმა  პასუხები უნდა გასცენ 20 ტესტურ კითხვას. მეორე რაუნდის ტესტურ კითხვებს თან ახლავს ერთი ღია კითხვა (სავარაუდო პასუხების გარეშე), რომელსაც გუნდებმა უნდა გასცენ  წერილობითი პასუხი. პასუხი ამ კითხვაზე ფასდება 1–10 ქულის ფარგლებში სპეციალური კომისიის მიერ. მესამე რაუნდში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ტესტური კითხვების პასუხებით ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე 10 გუნდი. ტესტური კითხვების პასუხებში თანაბარი რეიტინგის მქონე 10–ზე მეტი გუნდის არსებობის შემთხვევაში, პირველი ათეულის გამოსავლენად ტესტური კითხვების შედეგებთან ერთად გამოყენებული იქნება ღია კითხვის პასუხის შეფასების შედეგი (1–10 ქულა).

მესამე  რაუნდი – ფინალურია და ჩატარდება ნოემბრის თვეში.  მესამე რაუნდის მონაწილე 10 გუნდი დათქმულ დროს (ამის შესახებ მოხდება ფინალში მონაწილე გუნდების წინასწარ ინფორმირება) გამოცხადდება სახალხო დამცველის თბილისის ან რეგიონალურ ოფისში. ფინალისტებს დაურიგდებათ იმ ნივთების სპეციალური ჩამონათვალი,რომლის ქონაც ეკრძალებათ მე-3 რაუნდის მსვლელობისას. გუნდები შემთხვევითი ამორჩევის წესით მიიღებენ დალუქულ კონვერტებს, რომელშიც მოცემული იქნება წერილობითი დავალება – სამოდელო ამოცანა ადამიანის უფლებათა სფეროში, რომელიც  წერილობითი დასკვნის მომზადებას მოითხოვს. გუნდებმა 3 საათის განმავლობაში, ადგილზე უნდა შეასრულონ აღნიშნული დავალება.  ამ პერიოდში მათ საშუალება ექნებათ გამოიყენონ სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა. გუნდების ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური კომისია (კომისიის თითოეული წევრი 10 ქულიანი სისტემით) და გამოავლენს 3 გამარჯვებულ გუნდს – 1, 2 და 3 ადგილების მფლობელებს, რომელთაც გადაეცემათ კონკურსის ფარგლებში დაწესებული სპეციალური პრიზები. სასურველია,  დასკვნას  თან  ახლდეს ინფორმაცია გუნდის მიერ გამოყენებული ლიტერატურის შესახებ (წიგნის სათაური, ავტორი და გვერდი).
იმ შემთხვევაში თუ ფინალურ რაუნდში გასული გუნდი, გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს ფინალში მონაწილეობის მიღებას, მისი ჩანაცვლება ხდება შემდეგი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე გუნდით.


რეგისტრაცია:

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, გუნდის პირველი წევრი მიიღებს შეტყობინებას, წარმატებით გავლილი რეგისტრაციის თაობაზე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.წერილში მოცემულ ბმულზე გადასვლის შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ უპასუხოთ პირველი რაუნდის კითხვებს. თუ რეგისტრაციის გავლის შედეგ, პირველი რაუნდის კითხვები თქვენთვის მიუწვდომელია , ეს ნიშნავს, რომ თქვენ ვერ გაიარეთ რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში გთხოვთ ხელახლა დარეგისტრირდეთ. 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით მხოლოდ კონკურსის კოორდინატორს მისამართზე:me@ombudsman.ge 

სატელეფონო ზარები არ მიიღება!


თუ გაეცანით თამაშის წესებს, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია. ამისათვის დააჭირეთღილაკს  "რეგისტრაცია"!

 გისურვებთ წარმატებებს!