| 1 | პირი უფლებამოსილია ნაფიც მსაჯულად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში, თუ: |
| იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა |
| 2 | საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასჯელის ერთერთი მიზანია: |
| დამნაშავის რესოციალიზაცია |
| 3 | გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ გაეროს 1948 წლის კონვენციის შესაბამისად, გენოციდის მიზანს წარმოადგენს: |
| ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური ანდა რაიმე სხვა ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურება |
| 4 | დუმილის უფლებით სარგებლობს: |
| ბრალდებული |
| 5 | ამჟამად ვინ არის გაეროს გენერალური მდივანი? |
| ბან კი მუნი |
| 6 | ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების თარიღია: |
| 1948 წლის 10 დეკემბერი |
| 7 | ვინ წარმოადგენს მოპასუხე მხარეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში? |
| სახელმწიფო |
| 8 | ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება: |
| შეიძლება დაექვემდებაროს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებს და სანქციებს |
| 9 | ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ წარმოადგენს: |
| ევროპის საბჭოს ორგანოს |
| 10 | ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია არ ითვალისწინებს: |
| არცერთი პასუხი არ არის სწორი |
| 11 | ქვემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო აქტებიდან, რომელი არ ითვალისწინებს წამების აკრძალვას? |
| ქალთა ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია |
| 12 | „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ინკლუზიური განათლება ნიშნავს: |
| სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად; |
| 13 | ევროპის სოციალური ქარტიის შესაბამისად, 14 წლის ბავშვის დასაქმება დასაშვებია: |
| თუ ბავშვი დასაქმებულია კანონით გათვალისწინებულ მსუბუქ სამუშაოზე, რაც ზიანს არ აყენებს მის ჯანმრთელობას, მორალს ან განათლებას; |
| 14 | უდანაშაულობისა და თავისუფლების პრეზუმფციიის მიხედვით: |
| პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით |
| 15 | სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის შესაბამისად, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება მოიცავს: |
| ადამიანის თავისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ ჰქონდეს ან მიიღოს რელიგია ან მრწამსი და თავისუფლად აღიარებდეს თავის რელიგიას და მრწამსს, როგორც ცალკე, ისე სხვებთან ერთად, საჯაროდ თუ კერძოდ, ასრულებდეს და გამოხატავდეს საკუთარ რელიგიას ლოცვით და მოძღვრებით და სწავლებით. |
| 16 | ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელია გათვალისწინებული ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით? |
| ჯანმრთელობის უფლება |
| 17 | საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება აქვს ყველას, გარდა: |
| სამხედრო ძალების და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში მყოფი პირებისა |
| 18 | გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები არ არიან ვალდებული უზრუნველყონ რომ ყოველი ბავშვი დაცული იყოს სასჯელის ისეთი ზომის შეფარდებისგან როგორიც არის: |
| თავისუფლების აღკვეთა |
| 19 | ქვემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოებიდან რომელი არ წარმოადგენს ევროპის საბჭოს სახელმწიფოს? |
| ბელორუსია |
| 20 | ღია კითხვა: გთხოვთ, იმსჯელოთ რომელი უფლებაა აბსოლუტური და რა სახის უფლებების შეზღუდვაა დასაშვები. დაასაბუთეთ თქვენი პოზიცია. |