| რა ენაზე ჩატარდება კონკურსი? | ||
| კონკურსი ჩატარდება მხოლოდ ქართულ ენაზე | ||
| შეიძლება თუ არა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა შექმნან ერთი გუნდი? | ||
| დიახ, შეიძლება. თამაშის წესებით ეს არ არის აკრძალული | ||
| შეუძლიათ თუ არა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს კონკურსში მონაწილეობა? | ||
| დიახ შეუძლიათ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მითითებული ასაკის ფარგლებში ყველა მოსწავლეს, მთელი საქართველოდან. | ||
| აფინანსებს თუ არა კონკურსის ორგანიზატორი ფინალურ რაუნდში რეგიონიდან შესაძლო ფინალისტთა მგზავრობის და ღამისთევის ხარჯებს? | ||
| დიახ. რეგიონიდან შესაძლო ფინალისტების მგზავრობის და ღამისთევის ხარჯები ანაზღაურდება კონკურსის ორგანიზატორის მიერ. | ||
| როგორ დავრეგისტრირდე თამაშისთვის? | ||
| რეგისტრაციის პერიოდი დროში ემთხვევა პირველი რაუნდის დაწყებას. შესაბამისად, თამაშისთვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა პირველი რაუნდი დაიწყება. პირველი რაუნდის გახსნისთანავე, "მე ომბუდსმენის" მენიუში გამოჩნდება სპეციალური ღილაკი – "რეგისტრაცია" - რომლის საშუალებითაც გარკვეული ინფორმაციის შეტანის შემდეგ შეძლებთ დარეგისტრირებას. | ||
| რა უნდა მივუთითოთ რეგისტრაციისას გუნდის მობილური ტელეფონის ველში? | ||
| რეგისტრაციისას გუნდის მობილური ტელეფონის ველში უნდა მიუთითოთ გუნდის რომელიმე წევრის მობილური ტელეფონის ნომერი, რომელთანაც კონკურსის ორგანიზატორები შეძლებენ დაკავშირებას საჭიროებისას. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია, მითითებული ნომერი შეთანხმებული იყოს გუნდის ყველა წევრთან. | ||
| სანამდე გაგრძელდება გუნდების რეგისტრაციის პროცესი? | ||
| გუნდების რეგისტრაციის პროცესი დროში ემთხვევა კონკურსის პირველი რაუნდის მიმდინარეობას და გაგრძელდება პირველი რაუნდის დასრულებამდე. პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ ახალ გუნდებს აღარ ექნებათ რეგისტრაციის საშუალება. | ||
| როგორი ტიპის ტესტები იქნება მოცემული პირველ და მეორე რაუნდებში? | ||
| კონკურსის პირველი და მეორე რაუნდების დროს მოცემული იქნება სხვადასხვა ტიპის ტესტები: 1. შეკითხვა/მხოლოდ ერთი სწორი პასუხით 2. შეკითხვა/ერთი სრული და სხვა არასრული პასუხებით 3. შეკითხვა / მხოლოდ ერთი საუკეთესო პასუხით და სხვა მისაღები პასუხებით და სხვა. პასუხების გაცემისთვის დრო საკმაოდ ხანგრძლივია და თქვენ გეძლევათ საშუალება თითოეულ შეკითხვასა და მის პასუხებზე საფუძვლიანად იმუშაოთ. | ||
| როგორ უნდა გავცე პასუხი შეკითხვებს? | ||
| რეგისტრაციის შემდგომ თქვენ გეძლევათ გუნდის უნიკალური ნომერი და კოდი, რომლითაც თქვენს პროფაილში შეგიძლიათ შესვლა. რეგისტრაციის შემდგომ პასუხების გაცემას ნუ იჩქარებთ. შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ და მოგვიანებით გასცეთ პასუხები. სისტემა პასუხების გაცემის საშუალებას გაძლევთ მხოლოდ თქვენს პროფაილში შესვლის შემდეგ. პასუხებს მონიშნავთ ვებგვერდზევე და აგზავნით ასევე ვებგვერდის საშუალებით. როდესაც აჭერთ ღილაკს "გაგზავნა", თქვენი პასუხები ავტომატურად რეგისტრირდება სისტემაში. შეკითხვების გამოგზავნა დამატებით რაიმე მისამართზე საჭირო არ არის. | ||
| როგორ უნდა შევამოწმოთ გუნდის პასუხები გაგზავნის შემდეგ მართლაც აისახა თუ არა სისტემაში? | ||
| გუნდს პასუხების გაგზავნის საშუალება ეძლევა მხოლოდ საკუთარ პროფაილში შესვლის შემდეგ. გაგზავნისთანავე მონიტორზე ჩნდება გზავნილი – "თქვენი პასუხები გაგზავნილია"; გარდა ამისა, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მეორე რაუნდში – მას შემდეგ რაც გუნდი გამოაგზავნის პასუხებს და ის აისახება სისტემაში, გარკვეული დროის შემდეგ გუნდის პირველი მოთამაშე მიიღებს დადასტურებას რეგისტრაციისას მითითებულ ელ.ფოსტაზე კონკურსის ადმინისტრატორისგან. | ||
| როგორ შეიძლება ვნახო მეორე რაუნდის ღია(დამატებითი) შეკითხვა? | ||
| მეორე რაუნდის დამატებითი შეკითხვა ჩნდება მაშინ, როცა გუნდი საკუთარი ID–ით და კოდით შედის სისტემაში. | ||
| როგორ უნდა შევამოწმოთ გუნდის პასუხები გაგზავნის შემდეგ მართლაც აისახა თუ არა სისტემაში? | ||
| გუნდს პასუხების გაგზავნის საშუალება ეძლევა მხოლოდ საკუთარ პროფაილში შესვლის შემდეგ. გაგზავნისთანავე მონიტორზე ჩნდება გზავნილი – "თქვენი პასუხები გაგზავნილია". | ||