ახალი ამბები

სახალხო დამცველი რუსთავის N5 ქალთა დაწესებულებაში იმყოფებოდა

2023 წლის 24 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი პირობები, პირადად შეხვდა პატიმრებს და გაეცნო მათ პრობლემებს.

სახალხო დამცველი, თავისი მანდატისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, კვლავ ინტენსიურად გაუწევს მონიტორინგს პენიტენციურ დაწესებულებებსა და სხვა დახურულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)