ახალი ამბები

„სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგები

წინამდებარე ანგარიში ეფუძნება „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და ინფრასტრუქტურის მონიტორინგის შედეგებს.

მონიტორინგი იმერეთის, გურიის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონების 18 მუნიციპალიტეტის 57 სოფლის ამბულატორიაში განხორციელდა.

ამ სახის მონიტორინგი პირველად სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წელს ჩაატარა, რა დროსაც არაერთი მწვავე პრობლემა გამოიკვეთა სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხთან დაკავშირებით. 2022 წელს, განმეორებითი მონიტორინგის შედეგადაც არაერთი გამოწვევა გამოვლინდა. მათ შორის:

  • ამბულატორიების შენობების უმრავლესობა არ აკმაყოფილებს საპირფარეშოს, ჰიგიენის და სადეზინფექციო მოთხოვნების მინიმალურ სტანდარტებს
  • ცალკეულ რეგიონებში საჭიროა ელექტროენერგიის/მუდმივი წყლის მიწოდების სისტემის გაყვანა/რეაბილიტაცია
  • ამბულატორიების ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ადგილმდებარეობის შესაბამისი გამართული გათბობის სისტემით (ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის სისტემებით)
  • ამბულატორიების და საექიმო პუნქტების ნაწილი არ აკმაყოფილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებული სივრცის მოწყობის სტანდარტებს.

ანგარიშში ვრცლად არის განხილული მონიტორინგის ძირითადი მიგნებები და წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)