სპეციალური ანგარიშები

ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის საქმეთა ანალიზი - 2023

წინამდებარე სპეციალური ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში შეიმუშავა, სადაც გაანალიზებულია 2023 წელს მომხდარი ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის საქმეები.

გაანალიზებული საქმეებიდან კვლავ იკვეთება გენდერული ნიშნის დადგენის ხარვეზები, როგორც გამოძიების, ისე სასამართლო ეტაპზე. ცალკეულ შემთხვევაში, პრობლემად რჩება საპროცესო შეთანხმების გაფორმება და წინარე ძალადობის შემთხვევებზე სასამართლოს მიერ რისკების არასათანადოდ შეფასება.

ტენდენციად ჩამოყალიბდა, რომ ქალები მათ მიმართ არსებული წინარე ძალადობის შესახებ სამართლდამცავ უწყებებს, უმეტესად, არ ატყობინებენ. წინა წლების მსგავსად გამამართლებელი განაჩენების ანალიზი აჩვენებს, რომ დაზარალებული ქალები კვლავ უარს ამბობენ ოჯახის წევრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რაც, ქალების ნდობის მოსაპოვებლად და მხარდაჭერის სერვისების გასაუმჯობესებლად არსებითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე მიუთითებს.

ვიმედოვნებთ, რომ ფემიციდის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში გათვალისწინებულ იქნება ანგარიშში წარმოდგენილი მიგნებები და რეკომენდაციები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)