დეპარტამენტის უფროსი - მიხეილ მინდაძე
დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პირველად სტრუქტურულ ერთეულს.დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით.
დეპარტამენტის მიზანია:
კოორდინაცია გაუწიოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ,დაინტერესებული პირების მიღებასა და კონსულტაციების მაღალი ხარისხით გაცემას.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოქალაქეთა მომსახურების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
- დაინტერესებული პირების აპარატში მიღებისას და ცხელი ხაზის ფარგლებში მაღალი ხარისხით მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა;
- სახალხო დამცველის აპარატის მანდატის ფარგლებში სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
- სახალხო დამცველის მანდატის თაობაზე მოქალაქეთა ინფორმირება;
- აპარატის დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა
დეპარტამენტის ფუნქციებია:
- აპარატის დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, მეთოდური მითითებების შემუშავება და დანერგვაზე ზედამხედველობა;
- აპარატის ტიტულოვანი (სახელმწიფო გერბით) ბლანკების აღრიცხვა;
- საქმისწარმოების ფარგლებში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა, მოქმედი წესების შესაბამისად;
- აპარატის არქივის წარმოების უზრუნველყოფა;
- სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს სამმართველოს საქმიანობის სპეციფიკიდან.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დაინტერესებული პირების მიღება,ინფორმირება,კონსულტაციების გაწევა და ამ ფუნქციების შესრულებისას მომსახურების მაღალი ხარისხით გაწევა;
- დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს სახალხო დამცველის კომპეტენციის განმარტება;
- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის გამართული,უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შემთხვევების სიმწვავის შეფასება და რეაგირების დაგეგმვა,ადგილზე გასვლის დროული ორგანიზება;
- სავარაუდო უფლებადარღვევის ადგილზე,საჭიროებისამებრ მობილური ჯგუფის ვიზიტის განხორციელება,ინფორმაციის სრულყოფილი მოძიება და დაინტერესებული პირებისათვის მაქსიმალური მხარდაჭერის აღმოჩენა უფლებამოსილებისა და მანდატის ფარგლებში;
- დაინტერესებული პირების დაკავშირება და შემოსული ზარების განაწილება აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში;
- სხვა ფუნქციების განხორციელება,რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს სამმართველოს საქმიანობის სპეციფიკიდან.
ოცდაოთხსაათიან რეჟიმში, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებში ფუნქციონირებსცხელი ხაზი - 1481.მისი მიზანია სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებების/ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევებზე, განსაკუთრებით, წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე ინფორმაციის მიღებისა და რეაგირების ეფექტური მექანიზმის დანერგვა და მისი ფუნქციონირების ხელშეწყობა.