სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ.

2024 წლის 24 იანვარს განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ.

სამუშაოს შეხვედრის ფარგლებში სახალხო დამცველის მოადგილემ ელენე ღუდუშაურმა სტუდენტებს ინსტიტუტის უფლებამოსილება, მისი განხორციელების გარანტიები, აპარატის შემადგენლობა და სტრუქტურა გააცნო.

აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსმა გვანცა დავითაშვილმა კი ადამიანის უფლებათა განათლების სასწავლო პროგრამებში ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრ; ამავდროულად, ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა განათლების პრევენციულ როლს უფლებების დაცვის მიმართულებით.

სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სახალხო დამცველის აპარატის მუშაობით არაფორმალური განათლების მიმართულებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)