სიახლეები

შეხვედრა თბილისის საჯარო ბაღების მეთოდისტებთან

2023 წლის 8 დეკემბერს, 10 დეკემბერის კვირეულის ფარგლებში ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსი გვანცა დავითაშვილი თბილისის საჯარო ბაღების მეთოდისტებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სახალხო დამცველის მანდატისა და ადამიანის უფლებათა განათლების მიმართულებით საქმიანობის განხილვა. ამავდროულად, საჯარო ბაღებში დამკვიდრებული სწავლების პრაქტიკის, მასალების და გარემოს განხილვა.

სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს ადამიანის უფლებათა სწავლების არსებული მეთოდებისა და განვითარების პერსპექტივების თაობაზე. განიხილეს ევროპული ქვეყნების გამოცდილების მისადაგების შესაძლებლობები ქართული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის და არსებული გამოწვევები. დისკუსია შეეხო სახალხო დამცველის წინადადებებსა და რეკომენდაციებს რომელიც ადამიანის უფლებათა სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიემართება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შესრულების შედეგებს ადამიანის უფლებათა განათლების სისტემაში.

შეხვედრები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)