სიახლეები

კონფერენცია - „გზა დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“

2020 წლის 20-21 თებერვალს თბილისში მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კონფერენცია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებისთვის - „გზა დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“.

20 თებერვალს კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში სახალხო დამცველის აპარატის როლზე და საქმიანობაზე. ხაზგასმით მიმოიხილა 2019 წლის პერიოდში სახალხო დამცველის მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიშები: პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიში, სპეციალური ანგარიშები არასათანადო მოპყრობის საქმეთა გამოძიებაზე, პატიმართა დისციპლინურ სამართალწარმოებაზე და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, სადაც გამოკვეთილია მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევა, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში.

სახალხო დამცველის აპარატი გამოთქვამს მზაობას აწარმოოს აქტიური დიალოგი შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ანგარიშებში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით.

კონფერენციის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები წარმოდგენენ სხვადასხვა პრეზენტაციებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის კონკრეტული საკითხების გარშემო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)