სიახლეები

შპს „ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქიატრიულ სტაციონარში ვიზიტის შემდგომი ანგარიში

2025 წლის 19-20 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა პრევენციული ვიზიტი განახორციელა შპს „ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ ფსიქიატრიული დეპარტამენტის სტაციონარულ განყოფილებებში. პრევენციული ვიზიტის მიზანს ფსიქიატრიულ სტაციონარში პაციენტთა არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის კუთხით არსებული მდგომარების შესწავლა წარმოადგენდა. ასევე, პრევენციული ვიზიტით შეფასდა, მიუწვდებათ თუ არა პაციენტებს ხელი სამართლებრივი დაცვის გარანტიებზე, სამედიცინო მომსახურებასა და სხვა სერვისებზე და რამდენად შეესაბამება მათი განთავსების პირობები საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს.

წინამდებარე ანგარიში ეყრდნობა პრევენციული ვიზიტის დროს ადგილზე გარემოს შეფასებას, სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობას, პერსონალთან და პაციენტებთან გასაუბრებას, ასევე, ოფიციალურად გამოთხოვილ ინფორმაციას.

ანგარიშში გაანალიზებულია დაწესებულებისთვის სპეციფიკური გამოწვევები, აქედან გამომდინარე, შეთავაზებულია დაწესებულებაზე მორგებული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტაციონარში მყოფი პაციენტების უფლებების დაცვის მდგომარეობას. არსებული მდგომარეობა, თავის მხრივ, არის სისტემურ პრობლემების ანარეკლი, რომელიც ასახულია პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)